ავტორიზაცია

სონ ჰინ მინის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — ფაბრიციო რომანო

სონ ჰინ მინის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — ფაბრიციო რომანო
თარიღი 16 ივნ 2021, 18:51

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, სონ ჰინ მინი ლონდონურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მხარეები მოლაპარაკებებს დეკემბრიდან აწარმოებენ და პრაქტიკულად ყველა დეტალი შეათანხმეს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 28 წლის კორეელს 2023 წელს ეწურება. სონი "დეზებთან" ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, გაუმჯობესებული პირობებით.

მოგეხსენებათ, სონი 2020/21 წლების სეზონში "ტოტენჰემის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ სეზონში ლონდონელთა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი პასი გააკეთა.

VIDEO: "გამაგრდი, მიყვარხარ", - სონის მხარდაჭერა ერიქსენს, გატანილი გოლის შემდეგ