ავტორიზაცია

ევერტონმა ბენიტესთან მოლაპარაკებები დაიწყო

ევერტონმა ბენიტესთან მოლაპარაკებები დაიწყო
თარიღი 16 ივნ 2021, 19:25

რაფაელ ბენიტესი შეიძლება "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

როგორც The Times იტყობინება, ინგლისური კლუბი ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ვერ შეუთანხმდა და ესპანელ სპეციალისტთან შესაძლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

მოგეხსენებათ, ბენიტესი 2019 წლიდან ჩინურ "დალიან პროში" მუშაობდა, მაგრამ 2021 წლის იანვარში კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

თავის მხრივ, "ევერტონს" 2020/21 წლების სეზონში კარლო ანჩელოტი ედგა სათავეში, რომელიც "რეალში" დაბრუნდა.