რომას პელეგრინისთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა
"რომას" ნახევარმცველმა, ლორენცო პელეგრინიმ შესაძლოა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაცით, რომაელთა ხელმძღვანელობას 24 წლის იტალიელის შენარჩუნება უნდა და მზადაა ფეხბურთელს ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუხანგრძლივოს, წლიურად 3 მილიონ ევროიანი ხელფასით.
ცნობისთვის, მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.
2020/21 წლების სეზონში პელეგრინიმ 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.