ავტორიზაცია

ტოტენჰემმა ახალი მწვრთნელის დანიშვნა შესაძლოა დღეს დაადასტუროს

ტოტენჰემმა ახალი მწვრთნელის დანიშვნა შესაძლოა დღეს დაადასტუროს
თარიღი 16 ივნ 2021, 19:34

"ტოტენჰემმა" შეიძლება დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაულო ფონსეკას დანიშვნა დაადასტუროს.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

როგორც იწერება, კლუბი 48 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის დანიშვნაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას დღეს აპირებს.

აქამდე არსებული ცნობით, "დეზებმა" ფონსეკასთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს.

მოგეხსენებათ, ფონსეკა აქამდე "რომას" ედგა სათავეში, საიდანაც 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა.