ავტორიზაცია

შტუტგარტის თავდამსხმელი მილანში გადასვლასთანაა ახლოს

შტუტგარტის თავდამსხმელი მილანში გადასვლასთანაა ახლოს
თარიღი 16 ივნ 2021, 19:37

"შტუტგარტის" თავდამსხმელი, საშა კალაიჯიჩი "მილანში" გადასვლასთანაა ახლოს, წერს Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ 23 წლის ავსტრიელის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა და ამ ზაფხულს მისი ყიდვა უნდა.

2020/21 წლების სეზონში კალაიჯიჩმა "შტუტგარტის" რიგებში 36 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, კალაიჯიჩის სატრანსფერო ფასი 22 მილიონ ევროს შეადგენს.