ავტორიზაცია

შაქირიმ ლივერპულიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა

შაქირიმ ლივერპულიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა
თარიღი 16 ივნ 2021, 19:40

"შტუტგარტის" თავდამსხმელმა, ხერდან შაქირიმ გუნდიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

"ამ ეტაპზე ამის განხილვა არ მსურს. "ლივერპულთან" კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ევროს შემდეგ ჩემს აგენტს დაველაპარაკები და ერთად გადავხედავთ სიტუაციას. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - ციტირებს შვეიცარიელის სიტყვებს Sky Sports.

2020/21 წლების სეზონში შაქირიმ "ლივერპულის" რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

29 წლის შვეიცარიელს მერსისაიდელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.