ავტორიზაცია

ოფიციალურად: დენი როუზი ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: დენი როუზი ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 16 ივნ 2021, 19:44

"უოტფორდმა" მცველ დენი როუზის დამატება დაადასტურა.

30 წლის ინგლისელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აქამდე, როუზი "ტოტენჰემში" ირიცხებოდა. "დეზების" მაისურით მან უკანასკნელად 2020 წლის 11 იანვარს, "ლივერპულთან" (0:1) გამართულ მატჩსი ითამაშა.

2020/21 წლების სეზონში როუზს "ტოტენჰემის" რიგებში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.