ავტორიზაცია

ატლეტიკომ ტრიპიერის ტრანსფერზე მანჩესტერის პირველი შეთავაზება იუარა

ატლეტიკომ ტრიპიერის ტრანსფერზე მანჩესტერის პირველი შეთავაზება იუარა
თარიღი 16 ივნ 2021, 19:47

"ატლეტიკოს" მცველი, კირან ტრიპიერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

თუმცა, როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ესპანურმა კლუბმა 30 წლის ინგლისელის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება იუარა.

მადრიდელები მზად არიან ფეხბურთელი გაყიდონ, მაგრამ მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

ტრიპიერი "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია. 2015 წლიდან 2019 წლამდე იგი "ტოტენჰემში" ირიცხებოდა.

გასულ სეზონში ტრიპიერმა "ატლეტიკოს" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა, მადრიდელებთან ერთად იგი ესპანეთის ჩემპიონი გახდა.