ავტორიზაცია

ჰავერცი: "ხალხი ელოდა, რომ ჩელსიში ახალი კრიშტიანუ რონალდუ გავხდებოდი"

ჰავერცი: "ხალხი ელოდა, რომ ჩელსიში ახალი კრიშტიანუ რონალდუ გავხდებოდი"
თარიღი 16 ივნ 2021, 21:01

"ჩელსის" ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელსაც ლონდონურ კლუბში გადასვლის შემდეგ წააწყდა.

"ხალხი ელოდა, რომ ახალი კრიშტიანუ რონალდუ გავხდებოდი, მაგრამ ეს ასე სწრაფად არ ხდება. ყველაფერი ძალიან ახალი იყო და თავიდან ნამდვილად ვერ ვაჩვენებდი ჩემს საუკეთესო ფეხბურთს".

"ჩელსიში" სრულიად სხვა დონის ზეწოლის ქვეშ მოვხვდი. "ბაიერში" ასეთი არ ყოფილა", - თქვა ჰავერცმა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.

გასულ სეზონში გერმანელმა პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ 22 წლის გერმანელმა "არისტოკრატებთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სადაც "ქალაქელებმა" "მანჩესტერ სიტი" (1:0) დაამარცხეს და ერთადერთი გოლი სწორედ ჰავერცმა გაიტანა.

VIDEO: "სიმართლე გითხრათ ფეხებზე მკიდია, ჩვენ წყეული ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ", - ჰავერცი მატჩის შემდეგ