ავტორიზაცია

ოფიციალურად: რეალმა სერხიო რამოსის წასვლა დაადასტურა

ოფიციალურად: რეალმა სერხიო რამოსის წასვლა დაადასტურა
თარიღი 16 ივნ 2021, 23:34

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერხიო რამოსი კლუბს 16-წლიანი კარიერის შემდეგ ტოვებს.

ხვალ, ესპანელი ფეხბურთელი გამოსამშვიდობებელ ცერემონიას გამართავს, რომელზეც მისი მადრიდული კარიერის ეტაპი ოფიციალურად დასრულდება.

ესპანელის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას რამოსი და „რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დაესწრებიან. 

35 წლის ვეტერანი „რეალში" 2005 წელს, „სევილიადან", 30 მილიონ ევროდ გადავიდა და გუნდში გატარებულ 16 წელიწადში 23 ტიტულის მოგება მოახერხა.