ულამაზესი ფეხბურთი და ისევ 3:0 - იტალიის ნაკრები დაფრინავს [VIDEO]
ევრო 2020-ს მეექვსე დღის ცენტრალურ შეხვედრაში იტალიმ ულამაზეს სტილში შვეიცარიის ნაკრები 3:0 გაანადგურა.
მატჩის მე-19 წუთზე ანგარიში ჯორჯო კიელინიმ გახსნა, თუმცა მისი გოლი ხელით თამაშის გამო გაუქმდა. ხუთ წუთში, კიელინის მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუწია და მის ნაცვლად, მოედანზე აჩერბი გამოჩნდა.
26-ე წუთზე წესების სრული დაცვით გოლის გატანა ლოკატელიმ მოახერხა, რომელსაც ულამაზესი კომბინაციის შემდეგ ბერარდიმ გაატანინა.
52-ე წუთზე ლოკატელიმ შორეული ლამაზი დარტყმით დუბლი მიითვალა, 89-ზე კი ჩირო იმობილემ ასევე საჯარიმოს გარედან გასროლით მატჩი საბოლოო წერტილი დასვა და სკუადრა აძურას მეორე მატჩიც ანალოგიური ანგარიშით, 3:0 მოაგებინა.
ამრიგად, იტალიამ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლისკენ უდიდესი ნაბიჯიც გადადგა.