ავტორიზაცია

რამდენად რეალურია რამოსის სევილიაში დაბრუნება? - ფაბრიციო რომანოს ინსაიდი

რამდენად რეალურია რამოსის სევილიაში დაბრუნება? - ფაბრიციო რომანოს ინსაიდი
თარიღი 17 ივნ 2021, 10:12

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალისა" და სერხიო რამოსის გზები იყრება, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას ის ჯერჯერობით უცნობია.

ევროპული პრესა ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავდა ესპანელი ცენტრალური მცველის მშობლიურ კლუბს, "სევილიას", რომელშიც ის "სამეფო კლუბში" გადასვლამდე თამაშობდა.

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ბლანკოსის" კაპიტანი არ დაბრუნდება ანდალუსიაში, რადგან მისი მიზანი არის მომავალი კლუბისგან ხელფასის სახით 12 მილიონის მიღება.

"დალაქები" "რეალის" ოთხიანის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ გაწვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ეპოქალური ქამბექი არ შედგება.

რაც შეეხებათ პირენეელი უკანახაზელის სხვა მსურველებს, პრესა წერს "პარი სენ-ჟერმენისა" და "მანჩესტერ სიტის" ინტერესზე.

ვინ იქნება რეალის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კაპიტანი სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ?

4 გუნდი, რომელშიც შესაძლოა სერხიო რამოსი გადავიდეს