ავტორიზაცია

ორი მსურველი განსხვავებული გეგმებით - სად გადავა ჰაკიმი?

ორი მსურველი განსხვავებული გეგმებით - სად გადავა ჰაკიმი?
თარიღი 17 ივნ 2021, 11:14

მილანის "ინტერის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველს ჰყავს ორი სერიოზული მსურველი - ლონდონის "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი".

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "არისტოკრატები" და "პსჟ" ვერ ახერხებენ "ნერაძურისთან" მაროკოელი ვინგბექის თაობაზე შეთანხმების მიღჭევას.

"გველები" თავიანთი განაპირა მცველის სანაცვლოდ ითხოვენ მინიმუმ 75 მილიონ ევროს, მაშინ, როდესაც პარიზელები 60-ს ჩამოდიან.

რაც შეეხებათ "ლურჯებს", აღნიშნული თანხის გადახდას არც ისინი აპირებენ, თუმცა "ჯუზეპე მეაცას" ბინადრების მისამართით გაიღჟერა ბარტერმა: ფული და მარკოს ალონსო 22-წლის ფლანგელის სანაცვლოდ.

სიმონე ინძაგის გუნდის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, აფრიკელი მცველის აგენტმა დაადასტურა, რომ "ინტერიდან" წასვლა პრაქტიკულად გარდაუვალია.

ჰავერცი: "ხალხი ელოდა, რომ ჩელსიში ახალი კრიშტიანუ რონალდუ გავხდებოდი"

"აშრაფ ჰაკიმი ინტერს დატოვებს", - მაროკოელის აგენტი