ავტორიზაცია

რამდენს ითხოვს სიტი ბერნარდოს სანაცვლოდ და ვინ არის რეალური მსურველი?

რამდენს ითხოვს სიტი ბერნარდოს სანაცვლოდ და ვინ არის რეალური მსურველი?
თარიღი 17 ივნ 2021, 11:38

"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ბერნარდო სილვა გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

"ქალაქელები" პორტუგალიელ ფლეიმეიქერს აფასებენ 60 მილიონ ევროდ და მას ორი საკმაოდ სერიოზული მსურველი ჰყავს.

საუბარია "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შესახებ, რომლებმაც "ლურჯებს" ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს.

კატალონიური კლუბი ხოსეპ გვარდიოლას სთავაზობს ბარტერს - პორტუგალიის ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის სანაცვლოდ ფული და სერხი რობერტო.

"ინდიელები" კი "ეტიჰადელებთან" 26-წლის ჰავბეკის ტრანსფერის მიმართებაში ფასის დაგდებას ცდილობენ. რაც შეეხება თავად პირენეელს, იგივე წყაროს მტკიცებით, მას სურს "ბლაუგრანაში" გადასვლა და არა "სიტიში".

დე იონგი: "გასულ სეზონში ბარსელონაში მხოლოდ უბრალო ფეხბურთელი ვიყავი"

ბერნარდო სილვას ატლეტიკო ეპატიჟება, მაგრამ მას თავად სხვა გუნდში სურს გადასვლა