ავტორიზაცია

"უარს არ მივიღებ!", - ლაპორტა მესის ბარსელონაში დარჩენის შესახებ

"უარს არ მივიღებ!", - ლაპორტა მესის ბარსელონაში დარჩენის შესახებ
თარიღი 17 ივნ 2021, 14:43

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ ლიონელ მესის შესაძლო წასვლა/დარჩენის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მშვიდად ვარ, მესისთან მოლაპარაკების პროცესი სწორი ტემპით მიდის. ვფიქრობ, ის ბარსელონაში აუცილებლად დარჩება.

ლეოსგან უარს არ მივიღებ და მან ეს ისიც. არგენტინელი თავდამსხმელის შენარჩუნება არ არის მარტივი, თუმცა მე ამისთვის მზად ვარ.

ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენს შორის ყველაფერი კარგად არის, მან მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა საქმე, თუმცა საბოლოო პასუხისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

დიახ, მინდა ლიონელის შენარჩუნება, ისევე როგორც ყველას, თუმცა ამისთვის შეთანხმება უნდა არსებობდეს", - განაცხადა კატალონიელმა.

შეგახსენებთ, "ბლაუგრანას" კაპიტანი 30 ივნისს ხდება თავისუფალი აგენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მას უფასოდ წასვლა შეეძლება.

მესი თუ რონალდუ? - დელ ბოსკემ არჩევანი გააკეთა

ფოტოები: ბარსელონამ ახალი, 2021/22-სეზონის ფორმა წარადგინა