ავტორიზაცია

კაშიას შემდეგ კანკავაც - ვლადიმირ ვაისმა ნაკრების კაპიტნები სლოვაკეთში წაიყვანა

კაშიას შემდეგ კანკავაც - ვლადიმირ ვაისმა ნაკრების კაპიტნები სლოვაკეთში წაიყვანა
თარიღი 17 ივნ 2021, 18:40

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გურამ კაშიას მსგავსად კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვან ბრატისლავაში გააგრძელებს.

Goal.ge-ს ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი ახლა სლოვაკეთის დედაქალაქში იმყოფება და კონტრაქტი გაფორმებულია.

შეგახსენებთ, რომ სლოვან ბრატისლავას მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელიც 5 წლის განმავლობაში(2016-2020) საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.

სლოვან ბრატისლავამ გასული სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატი და ქვეყნის თასიც მოიგო. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ერთ კლუბში კარიერაში პირველად ითამაშებენ.