ავტორიზაცია

ორი გაფუჭებული პენალტი და ძალიან დაძაბული ბრძოლა - უკრაინამ მაკედონია დაამარცხა [VIDEO]

თარიღი 17 ივნ 2021, 18:57

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უკრაინა დაუპირისპირდა ჩრდილოეთ მაკედონიას და მოწინააღმდეგე 2:1 დაამარცხა.

უკრაინის მხრიდან გოლები გაიტანეს ანდრე იარმოლენკომ და რომან იარემჩუკმა, რუსლამ მალინოვსკიმ კი პენალტი გააფუჭა.

11-მეტრიანი აგრეთვე ვერ გამოიყენა ეზგიან ალიოსკიმ, თუმცა მისი დამატება ზუსტი გამოდგა. უკრაინამ მოიპოვა პირველი 3 ქულა, მაკედონია კი ჯერჯერობით 0 ქულით არის.