ავტორიზაცია

როდის გაივლის დონარუმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას?

როდის გაივლის დონარუმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას?
თარიღი 17 ივნ 2021, 19:30

იტალიის ნაკრების გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა "პსჟ"-ში სამედიცინო შემოწმებას მომავალ ორშაბათს გაივლის, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

როგორც აღინიშნება, 22 წლის კიპერის გამოკვლევა ფლორენციაში ჩაივლის, იტალიის ნაკრების ბანაკში, პარიზელთა თანამშრომლების მონაწილეობით.

მოგეხსენებათ, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. დონარუმას "მილანთან" კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ამოეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და "პსჟ"-ს უფასოდ შეუერთდება.

ახალგაზრდა კარის დარაჯმა 2020/21 წლების სეზონში "როსონერის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, საკუთარი კარი მშრალად მან 15 შეხვედრაში შეინახა.

ლეგენდარულმა ძოფმა დონარუმა გააკრიტიკა: "ფული პირველ ადგილზე არ უნდა დაეყენებინა"