ავტორიზაცია

"კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ლეგენდა მიდის", - ოზილი რეალიდან რამოსის წასვლას გამოეხმაურა

"კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ლეგენდა მიდის", - ოზილი რეალიდან რამოსის წასვლას გამოეხმაურა
თარიღი 17 ივნ 2021, 19:38

"ფენერბაჰჩეს" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა "რეალიდან" მცველ სერხიო რამოსის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელი მადრიდელებთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება.

"კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ლეგენდა მიდის. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ შენს მომდევნო ნაბიჯში, ჩემო ძმაო. დღემდე ასეთი სიყვარულით ვიხსენებ მადრიდში ერთად გატარებულ დროს", - წერს ოზილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გერმანელი ფეხბურთელი რამოსთან ერთად "რეალში" 2010 წლიდან 2013 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი "არსენალში" გადავიდა.

35 წლის ესპანელი "რეალში" 2005 წლიდან ირიცხებოდა და ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად 22 ტიტული მოიგო.

2020/21 წლების სეზონში "სამეფო კლუბის" აწ უკვე ექს-კაპიტანმა 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

VIDEO: ემოციური კადრები - რამოსმა გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე ცრემლები ვერ შეიკავა