ავტორიზაცია

კუმანი: "დეპაის ბარსელონაში ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია"

კუმანი: "დეპაის ბარსელონაში ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია"
თარიღი 17 ივნ 2021, 20:05

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, კატალონიურ კლუბში თავდამსხმელ მემფის დეპაის ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია.

"პრაქტიკულად ყველაფერი დასრულებულია. კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ტრანსფერი თითქმის დახურულია".

"მემფისის დამატება ჯერ კიდევ იანვარში მსურდა, მაგრამ არ გამოვიდა. თუ ეხლა გამოვა, შესანიშნავი იქნება. ვიცით, რა შეგვიძლია ერთად", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Voetbal International.

2020/21 წლების სეზონში დეპაიმ, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, "ლიონის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

9 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" 27 წლის ჰოლანდიელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

საბოლოო თანხმობა მიღებულია — დეტალები, რომლებიც დეპაის ბარსაში პრაქტიკულად შემდგარ ტრანსფერზე უნდა იცოდეთ