ავტორიზაცია

"ყოველთვის მინდოდა კუმანის გუნდში თამაში", - დეპაი ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე

"ყოველთვის მინდოდა კუმანის გუნდში თამაში", - დეპაი ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი 17 ივნ 2021, 20:42

"ლიონის" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"როგორც უკვე ვთქვი, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა. ჯერჯერობით მოლაპარაკებები გრძელდება, ასე ვიტყვი".

"ყველამ იცის, რომ დიდი ხანია ჩემს სახელს "ბარსელონას" უკავშირებენ და რონალდ კუმანის გუნდში თამაში მსურს. დაველოდოთ და ვნახოთ, ახალი ამბები თავისთავად გამოჩნდება", - ციტირებს დეპაის სიტყვებს Voetbal International.

2020/21 წლების სეზონში დეპაიმ, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, "ლიონის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აქამდე, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ დეპაის "ბარსელონაში" ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია.

კუმანი: "დეპაის ბარსელონაში ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია"