ავტორიზაცია

რამოსი მშობლიურ კლუბში არ დაბრუნდება — ფაბრიციო რომანო

რამოსი მშობლიურ კლუბში არ დაბრუნდება — ფაბრიციო რომანო
თარიღი 17 ივნ 2021, 21:35

"სევილია" "რეალის" აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, სერხიო რამოსის დამატებით დაინტერესებული არ არის.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ რამოსი, რომელიც "სამეფო კლუბში" 2005 წლიდან ირიცხებოდა, მადრიდელთა რიგებს ტოვებს.

35 წლის ესპანელი "სევილიას" აღზრდილია. 2020/21 წლების სეზონში "რეალის" აწ უკვე ექს-კაპიტანმა 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

11 ივნისს დაიწერა, რომ ანდალუსიელები რამოსს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, თუმცა, როგორც ხედავთ, ეს ინფორმაცია ჭორი აღმოჩნდა.

რამოსით 3 გრანდი ინტერესდება — რამდენის გამომუშავება სურს ესპანელს ახალ გუნდში?