ავტორიზაცია

რამოსის შეძენა 3 ევროპულ გრანდს სურს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია — AS

რამოსის შეძენა 3 ევროპულ გრანდს სურს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია — AS
თარიღი 17 ივნ 2021, 21:49

"მანჩესტერ სიტი" "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსით ინტერესდება, რომელიც უახლოეს პერიოდში მადრიდულ გრანდს დატოვებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა AS ავრცელებს.

არსებული ცნობით,, "ქალაქელები" 35 წლის ესპანელისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან. აგრეთვე, გამოცდილი უკანახაზელისთვის "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იბრძვიან.

რამოსი "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავდა, ამ ზაფხულს მას კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება. გუნდთან ერთად მან 22 ტიტული მოიგო.

2020/21 წლების სეზონში სერხიომ მადრიდელთა რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

რამოსი მშობლიურ კლუბში არ დაბრუნდება — ფაბრიციო რომანო