ავტორიზაცია

ბელგიამ დანიას მატჩი მოუტრიალა და ფლეი ოფის საგზური გაინაღდა [VIDEO]

თარიღი 17 ივნ 2021, 21:56

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურის ეგიდით, დანიისა და ბელგიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული დაპირისპირება ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური სხვაობით - 1:2.

ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა - მე-2 წუთზე, იუსუფ პოულსენმა გაიტანა და დანიელები დააწინაურა. პირველ ნახევარში მეტი აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ტაიმი რობერტო მარტინესის შეგირდების უპირატესობით დაიწყო, რამაც შედეგი 55-ე წუთზე გამოიღო - მოედანზე შეცვლაზე შემოსული კევინ დე ბრუინის გადაცემით ტორგან აზარმა წონასწორობა აღადგინა.

70-ე წუთზე, თავად დე ბრუინმა მოახერხა თავის გამოჩენა, ბელგიელები დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, B ჯგუფში პირველ ადგილს ბელგია იკავებს, რომლის აქტივშიც 6 ქულაა, მეორე ადგილზე რუსეთია (3 ქულა), მესამეზე - ფინეთი (3 ქულა), ხოლო დანია 0 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

ასე და ამგვარად, იტალიის ნაკრების შემდეგ, ბელგია მეორე გუნდია, რომელმაც ფლეი ოფის საგზური უკვე გაინაღდა.