VIDEO: "ისე, როგორც ჩემმა ძმებმა გააკეთეს", - ევრამ რონალდუ და პოგბა დატროლა
საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ კრიშტიანუ რონალდუ და პოლ პოგბა დატროლა, რომლებმაც ევრო 2020-ზე პრესკონფერენციების მიმდინარეობისას მაგიდიდან კოკა-კოლას და ლუდის ბოთლები გადადგეს.
ევრამ ვიდეოში წინ რამდენიმე საგანი დაიდგა, რომლებიც მაგიდას თანდათან სხვადასხვა გზით მოაშორა.
"ევრო 2020-ის პრესკონფერენციაზე ისე მივდივარ, როგორც ეს ჩემმა ძმებმა, რონალდუმ და პოგბამ გააკეთეს", - ამბობს ევრა.
შეგახსენებთ, რონალდუსა და პოგბას ვიდეოები უკვე მემად იქცა. პორტუგალიელმა მაგიდიდან კოკა-კოლის, ხოლო საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჰეინეკენის ბოთლი გადადგა. ორივე შემთხვევა ევრო 2020-ის პრესკონფერენციების დროს დაფიქსირდა.
VIDEO: კოკა-კოლას ანტი-რეკლამა რონალდუსგან - მომენტი, როცა ტურნირის სპონსორობა არაფერს ნიშნავს