ავტორიზაცია

ევრო 2020, დღე მერვე - ბრიტანული დერბი და მუნდიალის ვიცე-ჩემპიონის გამოღვიძების მოლოდინი

ევრო 2020, დღე მერვე - ბრიტანული დერბი და მუნდიალის ვიცე-ჩემპიონის გამოღვიძების მოლოდინი
თარიღი 18 ივნ 2021, 10:04

ევროპის ჩემპიონატის შეხვედრების მორიგი სამეული - დღეს გველი ერთი E ჯგუფის დაპირისპირება და ორი D ჯგუფიდან. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.

შვედეთი-სლოვაკეთი, 17:00

E ჯგუფის ლიდერი ამ დროისთვის არის არა ესპანეთი ან შვედეთი, არამედ სლოვაკეთი, რომელმაც პირველ ტურში პოლონეთი დაამარცხა. მათი გამარჯვება იყო მოულოდნელობა და კიდევ ერთი მსგავსი სცენარის შემთხვევაში, "თეთრ-ლურჯები" ევრო 2020-ის პლეი-ოფსაც კი მიუკაკუნებენ.

რაც შეეხებათ "ვიკინგებს", "ფურია როხასთან" ძალიან მოსაწყენ შეხვედრაში ერთი ქულის მოპოვების შემდეგ, დღეს კვლავ ქულების დაკარგვის შემთხვევაში, მათი მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს. სკანდინავიელებს ეს არ სჭირდებათ და აქედან გამომდინარე, ისინი ლიდერთან მოსაგებად გავლენ.

სავარაუდო შემადგენლობა

შვედეთი - ოლსენი, ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი, კრაფტი, ლარსონი, ოლსონი, კლაესონი, ფორსბერგი, ისაკი, ბერგი

სლოვაკეთი - დუბრავკა, შკრინიარი, შატკა, ჰუბოჩანი, პეკარიკი, ჰროსოვსკი, კუჩკა, ჰამშიკი, ჰარაშლინი, მაკი, დუდა

ხორვატია-ჩეხეთი, 20:00

ორი უკიდურესობა - ხორვატია პირველ ტურში საკმაოდ უღიმღამო შეხვედრაში ინგლისთან დამარცხდა, ჩეხეთმა კი შოტლანდიის დამარცხებით მაყურებელს საოცარი სანახაობა აჩუქა. პატრიკ შიკის ცენტრიდან გადატნილი გოლის შესახებ ჯერ კიდევ დიდი ხნის მანძილზე ილაპარაკებენ.

D ჯგუფს ინგლითან ერთად ლიდერობენ სწორედ "ლომები" და მორიგი გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნება პირდაპირი გზა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. "მოჭადრაკეები" კი თავის მხრივ მნიშვნელოვნად ირთულებენ საქმეს და მუნდიალის ვიცე-ჩემპიონებს საკუთარი ქომაგების თვალში რეაბილიტაცია სჭირდებათ.

სავარაუდო შემადგენლობა

ხორვატია - ლივაკოვიჩი, ვიდა, კალეტა-კარი, ვრსალკო, გვარდიოლი, ბროზოვიჩი, ვლაშიჩი, მოდრიჩი, რებიჩი, პერიშიჩი, პეტკოვიჩი

ჩეხეთი - ვასლიკი, ჩელუსტკა, კალაში, ბორილი, კუფალი, კრალი, სოუჩეკი, დარიდა, იანკტო, მასოპუშტი, შიკი

ინგლისი-შოტლანდია, 23:00

ბრიტანული დერბი, რომელიც ოფიციალურად 114 შეხვედრას ითვლის. 48 გამარჯვება ფიქსირდება ინგლისის ანგარიშზე, 41 - შოტლანდიის, 25 მატჩი კი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ფავორიტები არიან "ლომები", თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ "სკოტების" ორმაგი მოტივაცია პრინციპულ მეტოქესთან შედეგს პერიოდულად იძლევა.

გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, გარეტ საუთგეიტის გუნდი დიდი ალბათობით უკვე პლეი-ოფში აღმოჩნდება, "ლურჯები" კი ბრძოლას ჩამოშორდებიან. სტივ კლარგის შეგირდები ცენტრიდან კიდევ ერთ გაშვებულ გოლს ვერ გადაიტანენ. მოკლედ, ძალიან საინტერესო ბრძოლა გველის წინ.

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი - პიქფორდი, სტოუნსი, მინგსი, შოუ, ტრიპიერი, ფილიპსი, რაისი, ფოდენი, მაუნტი, სტერლინგი, კეინი

შოტლანდია - მარშალი, ჰენლი, ჰენდრი, ტირნი, ფორესტი, რობერტსონი, არმსტრონგი, მაკგინი, მაქტომინეი, ადამსი, დაიქსი