ავტორიზაცია

რომელი გუნდი სთავაზობს რამოსს ყველაზე სარფიან წინადადებას?

რომელი გუნდი სთავაზობს რამოსს ყველაზე სარფიან წინადადებას?
თარიღი 18 ივნ 2021, 10:34

როგორც მოგეხსენებათ, 16-წლიანი თამაშის შემდეგ, სერხიო რამოსი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ოფიციალურად აღარ არის.

ევროპული პრესა ესპანელი ცენტრალური მცველის სახელს უკავშირებს რამდენიმე კლუბს, ყველაზე აქტიურად კი "პარი სენ-ჟერმენს".

As-ის თანახმად, სწორედ "პსჟ" არის ის გუნდი, რომელიც "სამეფო კლუბის" ყოფილ კაპიტანს სთავაზობს სარფიან კონტრაქტს და მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს.

ამის გარდა, პარიზელებმა არ დაკარგეს დრო და "ბლანკოსის" ექს-ოთხიანის აგენტებს უკვე წინადადებითაც მიმართეს უკვე.

"ლურჯ-წითლების" გარდა, პირენეელი უკანახაზელის სახელს უკავშირებენ "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედს" და "სევილიას".

"სამუდამოდ დარჩები რეალის ლეგენდად", - კასილასი რეალიდან რამოსის წასვლას გამოეხმაურა

"სევილიას ვარიანტზე არ ვფიქრობ, რაც შეეხება ბარსელონას - კატეგორიულად არა", - სად გადავა რამოსი?