ავტორიზაცია

რეალსა და რომას შორის შესაძლოა ბარტერი შედგეს

რეალსა და რომას შორის შესაძლოა ბარტერი შედგეს
თარიღი 18 ივნ 2021, 11:13

მადრიდის "რეალმა" და "რომამ" შესაძლოა განახორციელონ ბარტერი, ანუ ფეხბურთელების გაცვლა. ამის შესახებ As-ი წერს.

"სამეფო კლუბი" დაინტერესებულია "მგლების" მარცხენა მცველით, ლეონარდო სპინაცოლათი, იტალიელებს კი ბორხა მაიორალის შენარჩუნება სურთ.

იტალიელი ვინგბექის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებულია კარლო ანჩელოტი, რომელიც თავის თანამემამულეს დადებითად აფასებს.

ამასთან ერთად, "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრები არც ესპანელი თავდამსხმელის საბოლოოდ გაშვების წინააღმდეგები არიან.

საბოლოო სიტყვა "ჯალოროსიზეა". შეგახსენებთ, "წითელ-ყვითლების" განაპირა მცველი არის ტურინის "იუვენტუსის" აღზრდილი, მაგრამ მთავარ გუნდში დამკვიდრება მან ვერ შეძლო.

28-წლის ფლანგელმა თავდაპირველად გაიბრწყინა ბერგამოს "ატალანტაში", შემდეგ კი "ოლიმპიკოზეც", რის შედეგადაც ის იტალიის ნაკრებში მოხვდა.

"სამუდამოდ დარჩები რეალის ლეგენდად", - კასილასი რეალიდან რამოსის წასვლას გამოეხმაურა

ულამაზესი ფეხბურთი და ისევ 3:0 - იტალიის ნაკრები დაფრინავს