ავტორიზაცია

ჩელსიმ ინტერთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია - ვინ შეიძლება ჩართონ აშრაფის ტრანსფერში?

ჩელსიმ ინტერთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია - ვინ შეიძლება ჩართონ აშრაფის ტრანსფერში?
თარიღი 18 ივნ 2021, 15:56

ლონდონის „ჩელსი“ „ინტერთან“ აშრაფ ჰაკიმის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ლონდონურმა კლუბმა მილანელებს მაროკოელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „ინტერს“ დაახლოებით 80 მილიონის მიღება სურს. გამოსავალი შესაძლოა ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვაში იყოს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მხარეებმა თანხის დამატებით ტრანსფერში მარკოს ალონსოს, დავიდე ძაპაკოსტას, ემერსონის და ანდრეას კრისტენსენის ჩართვა განიხილეს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდ ინტერესს „ინტერი“ ალონსოს და ძაპაკოსტას მიმართ იჩენს. ესპანელი, რომელიც ასევე „ატლეტიკოს“ ყურადღებას იქცევს, ბენ ჩილველთან კონკურენციაში მარცხდება და გუნდის შეცვლის წინააღმდეგი თავადაც არ იქნება. რაც შეეხება ძაპაკოსტას, მან ბოლო რამდენიმე სეზონი სხვა გუნდებში იჯარით გაატარა. 

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ „ჩელსიმ“ ჰაკიმის ტრანსფერის მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესსაც მიაღწია. ლონდონელების გარდა, აშრაფით „პსჟ-ც“ ინტერესდება.