ავტორიზაცია

არც სიტი და არც პსჟ - ცნობილია პირველი გუნდი, რომელთანაც რამოსმა მოლაპარაკებები გამართა

არც სიტი და არც პსჟ - ცნობილია პირველი გუნდი, რომელთანაც რამოსმა მოლაპარაკებები გამართა
თარიღი 18 ივნ 2021, 17:28

თუ გადაცემა Jugones-ის წამყვანს, ხოსეპ პედრელოლს დავუჯერებთ, რომელმაც ჯერ კიდევ მარტში პირველმა ივარაუდა, რომ „რეალს“ და რამოსს შორის საქმეები კარგად არ მიდიოდა, ესპანელმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბიდან“ წასვლის შემდეგ, მოლაპარაკებები უკვე გამართა.

საინტერესოა, რომ პედრელოლის თქმით, პირველი გუნდი, რომელიც რამოსს დაუკავშირდა მისი „რეალიდან“ წასვლის შემდეგ - იტალიური „მილანია“.

„როსონერი“, რომელიც 7 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდნენ, რამოსს დაუკავშირდნენ, პირველი მოლაპარაკებები გამართეს და რამოსის მოთხოვნებიც მოისმინეს.

როგორც გაირკვა, სერხიოს შემდეგი მოთხოვნები აქვს: 2-წლიანი კონტრაქტი, 20-მილიონიანი ბონუსი და წლიური ხელფასი 15 მილიონი ევრო.

„მილანის" გარდა, რამოსის გადაბირების სურვილი ინგლისურ გრანდებს - „სიტის" და „იუნაიტედს" და ასევე „პსჟ-ს" აქვთ.