ავტორიზაცია

შვედეთმა სლოვაკეთს პენალტიდან გატანილი გოლით მოუგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]

შვედეთმა სლოვაკეთს პენალტიდან გატანილი გოლით მოუგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]
თარიღი 18 ივნ 2021, 18:53

ევრო 2020-ს მერვე დღის პირველ შეხვედრაში შვედეთმა სლოვაკეთს 1:0 მოუგო.

მატჩის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე, ემილ ფორსბერგმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

შვედეთი მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და გამარჯვება მეტად დაიმსახურა. გუნდმა კარში 13 დარტყმა განახორციელა, საიდანაც ზუსტი 4 აღმოჩნდა, სლოვაკეთის 10 გასროლიდან კი მიზნამდე ვერცერთი ვერ მივიდა.

ამრიგად, შვედეთმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, სლოვაკეთი კი 3 ქულით ამ ეტაპზე მეორე ადგილს იკავებს.