ავტორიზაცია

ოფიციალურად: ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

ოფიციალურად: ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს
თარიღი 18 ივნ 2021, 22:21

ერიქსენის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ის უკვე საავადმყოფოდან გაწერეს. 29 წლის დანიელს გულში კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუყენეს.

კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ეს არის 70-გრამიანი მოწყობილობა, რომელიც შედგება კომპიუტერული ნაწილისგან და ბატარეისგან.

მისი მთავარი ფუნქციაა ამოიცნოს სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ელექტრული შოკი და აღადგინოს ნორმალური გულისცემა.

ოპერაციის შემდეგ ხდება აპარატის პროგრამირება და სათანადო პარამეტრების შერჩევა. პროგრამირება შესაძლებელია გარედან, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მილანის "ინტერის" შემტევი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას.

ერიქსენის პირველი ფოტო და კომენტარი საავადმყოფოდან - "კარგად ვარ, რამდენადაც ეს შესაძლებელია"

ბელგიამ დანიას მატჩი მოუტრიალა და ფლეი ოფის საგზური გაინაღდა