ავტორიზაცია

"კანკავა იმდენად პროფესიონალია, ამან კარიერაში ხელიც შეუშალა" - ლევან მჭედლიძე

"კანკავა იმდენად პროფესიონალია, ამან კარიერაში ხელიც შეუშალა" - ლევან მჭედლიძე
თარიღი 19 ივნ 2021, 04:54

ქართველი თავდამსხმელის ლევან მჭედლიძის განცხადებით, ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალია, ვინც კარიერის განმავლობაში შეხვედრია.

ამის შესახებ 31 წლის ფორვარდმა ჩვენს პარტნიორ გვერდ Geo Team-თან სიუჟეტში განაცხადა და თქვა, რომ კანკავა იმდენად პროფესიონალია, ამან კარიერაში რაღაც მხრივ ხელიც შეუშალა.

ლევან მჭედლიძის აზრით, ჯაბა კანკავა არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს იდეალური ფეხბურთელი. მისი თქმით, 36 წლის ნახევარმცველი მოედანზე ყველაზე ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ყველაზე მეტს აკეთებს, რითაც თანაგუნდელებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

ლევან მჭედლიძე და ჯაბა კანკავა კლუბში არა, თუმცა თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებში მრავალი წელია არიან.

სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე

"როცა ქეცბაიამ გაიგო, რომ აპოელში გადავდიოდი, მითხრა..." - ქვილითაიას უცნობი ისტორია

"ბოლო დღემდე ვერ გავიგე, მოვწონდი თუ არა, როგორც ფეხბურთელი" - ქვილითაია ქეცბაიაზე