ავტორიზაცია

ინტერმა ევრო 2020-ზე ჰაკიმის შემცვლელი შეარჩია

ინტერმა ევრო 2020-ზე ჰაკიმის შემცვლელი შეარჩია
თარიღი 19 ივნ 2021, 10:26

ახალი ამბავი არ არის, რომ მილანის "ინტერი" მალე დაემშვიდობება თავის ახალგაზრდა მარჯვენა მცველს, აშრაფ ჰაკიმის.

ნიკოლა სკირას ცნობით, დენზელ დუმფრისის სახით, "ნერაძურიმ" მაროკოელი ვინგბექის პოტენციური შემცლელი უკვე შეარჩია.

ნიდერლანდელი განაპირა მცველი თამაშობს "პსვ ეინდჰოვენში", ევროპის ჩემპიონატზე კარგი გამოსვლის შემდეგ კი მან მიუნხენის "ბაიერნის" ყურადღებაც მიიქცია.

შეგახსენებთ, რომ "ფერმერების" აღზრდილის ანგარიშზე ევრო 2020-ზე ფიქსირდება ორი გოლი, რაც მისი პოზიციის წარმომადგენლისთვის ნამდვილად დიდებული შედეგია.

რაც შეეხება "გველების" ფლანგელს, ის კარიერას უდიდესი ალბათობით ლონდონის "ჩელსიში" ან "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს.

ჩელსიმ ინტერთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია - ვინ შეიძლება ჩართონ აშრაფის ტრანსფერში?

ორი მსურველი განსხვავებული გეგმებით - სად გადავა ჰაკიმი?