ავტორიზაცია

მაგარი ამბავი - მოედანზე დაბრუნებულმა ჩაკვეტაძემ სრული ტაიმი ითამაშა

მაგარი ამბავი - მოედანზე დაბრუნებულმა ჩაკვეტაძემ სრული ტაიმი ითამაშა
თარიღი 19 ივნ 2021, 10:45

უკვე სამი დღეა, რაც "გენტი" ახალი სეზონისთვის ემზადება და გუნდთან ერთად არის გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელიც ცოტა ხნის წინ, ფორმის აღდგენას თბილისის "დინამოს" სავარჯიშო ბაზაზე ცდილობდა.

როგორია ქართველი შემტევი ნახევარმცველის მდგომარეობა ახლა? ბელგიელთა ფლეიმეიქერმა მოირჩინა ტრავმა და ის სრული დატვირთვითაც ვარჯიშობს.

"ლურჯებმა" ჩაატარეს ამხანაგური შეხვედრა "დიკენფესეს" წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ათიანმა მოედანზე სრული ერთი ტაიმი ჩაატარა.

21-წლის გამთამაშებელმა ერთი ტაიმი გამოტოვა არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ "ბუფალოებმა" სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშეს.

შეგახსენებთ, ჰაინ ვანჰაეზბრუკის გუნდი ევროთასებში ჩაერთვება კონფერენს ლიგის მეორე ეტაპიდან, "ვოლერენგასთან" მატჩით.

იმედი დავიტოვოთ, რომ ჩაკვეტაძე იქნება მწყობრში და "გელამკო არენაზე" მისი გვარი გაიჟღერებს. რაც შეეხება ამხანაგურ სპარინგს, "გენტმა" 3:2 მოიგო.

გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატის გუნდთან ერთად ვარჯიშობს

კვარაცხელია ჩაკვეტაძეზე: "როცა ერთად ვართ, მასთან თამაში კომფორტულია"