ავტორიზაცია

"მე კი სამწუხაროდ უბრალოდ მორატა ვარ", - ესპანელმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი დაასახელა

"მე კი სამწუხაროდ უბრალოდ მორატა ვარ", - ესპანელმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი დაასახელა
თარიღი 19 ივნ 2021, 11:33

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ შეაქო თავისი დღევანდელი მოწინააღმდეგე, რობერტ ლევანდოვსკი:

"მიყვარს ფეხბურთი და შესაბამისად მიყვარს ლევანდოვსკი. ის არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.

პოლონელ ფორვარდთან მაისურის გაცვლა მინდოდა არაერთხელ, რადგან ის რეალურად გამორჩეულია ჩვენს პოზიციაზე.

მინდა მქონდეს რობერტის თვისებები, თუმცა სამწუხაროდ არ მაქვს, მე უბრალოდ მორატა ვარ", - განაცხადა "ფურია როხას" შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ პირენეელებისა და პოლონელების შეხვედრა გაიმართება დღეს, 19 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე.

რამდენი წუთია ესპანეთს გოლი არ გაუტანია და რამდენი აკლია ყველა დროის ანტირეკორდამდე?

კაცნაკლულ პოლონეთს ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - 1:2 სლოვაკეთის სასარგებლოდ