ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩის მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილი გახდა

იბრაჰიმოვიჩის მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილი გახდა
თარიღი 19 ივნ 2021, 12:35

"მილანის" უბერებელმა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის მარცხენა მუხლზე არტროსკოიული ოპერაცია გადაიტანა.

შვედ თავდამსხმელს ახლა ელის რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც დაახლოებით ორ თვეს გასტანს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "როსონერის" ფორვარდი აგვისტოს მეორე ნახევარში მწყობრში იქნება.

ეს ნიშნავს იმას, რომ "შავ-წითლები" სერია ა-ს ახალი სეზონის დაწყებას სკანდინავიელი შემტევით შემადგენლობაში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, "იბრაკადაბრამ" ტრავმა მიიღო კალჩოს განვლილი სეზონის მიწურულს, რის გამოც მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.

აქვე დავამატებთ, იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, "ეშმაკების" მე-11 ნომერმა მოასწრო 47 შეხვედრის ჩატარება და 28 გოლის გატანა.

"ყველა დეტალის გამხელა არ მსურს", - მილანის დირექტორმა დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა

"შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რატომ მოიქცნენ ეს კლუბები ასე", - იბრაჰიმოვიჩი სუპერლიგაზე