ავტორიზაცია

"მესის ძალიან უნდოდა ვეინალდუმის გადმოსვლა, თუმცა პსჟ-მ მეტი მონდომება გამოიჩინა", - ნიდერლანდელის აგენტი

"მესის ძალიან უნდოდა ვეინალდუმის გადმოსვლა, თუმცა პსჟ-მ მეტი მონდომება გამოიჩინა", - ნიდერლანდელის აგენტი
თარიღი 19 ივნ 2021, 13:01

ჯორჯინიო ვეინალდუმის აგენტმა, ჰამფრი ნეიმანმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ძალიან ახლოს იყო "ბარსელონაში" გადასვლასთან:

"ვეინალდუმი ძალიან ახლოს იყო ბარსელონაში გადასვლასთან და როგორც ვიცი, აღნიშნულ გარიგებას მესი მოუთმენლად ელოდა.

ჩემი კლიენტისთვის კი თავის მხრივ იყო კომპლიმენტი ის ფაქტი, რომ მისი ტრანსფერის მიმართ ყურადღება ლეოს მხრიდანაც იგრძნობოდა.

კატალონიურ კლუბში ტრანსფერი არ შედგა, თუმცა ეს არავის ბრალი არ არის. ბლაუგრანაზე მონდომებული პარი სენ-ჟერმენი აღმოჩნდა".

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ცენტრალური ნახევარმცველი "პსჟ"-ში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ.

მესი V სუარესი არგენტინელის გამარჯვებით დასრულდა

"სევილიას ვარიანტზე არ ვფიქრობ, რაც შეეხება ბარსელონას - კატეგორიულად არა", - სად გადავა რამოსი?