ავტორიზაცია

რონალდინიომ სცადა რამოს დატროლვა, თუმცა მას ფოტოც შეეშალა და ესპანელის პასუხმაც არ დააყოვნა

რონალდინიომ სცადა რამოს დატროლვა, თუმცა მას ფოტოც შეეშალა და ესპანელის პასუხმაც არ დააყოვნა
თარიღი 19 ივნ 2021, 13:17

"ბარსელონას" ყოფილ თავდამსხმელს, რონალდინიო დე ასის მორეირასა და მადრიდის "რეალის" ექს-კაპიტანს, სერხიო რამოსს შორის ტვიტერში სარკასტული დიალოგი შედგა.

"გამარჯობა, გახსოვს ეს საღამო?", - დაწერა ყოფილმა ბრაზილიელმა ფორვარდმა ფოტოს სათაურში, რომელზეც ის ესპანელთან ერთად არის.

"სამეფო კლუბის" ექს-უკანახაზელის პასუხმა არ დააყოვნა - "მახსოვს, თუმცა საღამო, რომელიც იყო რამდენიმე თვის შემდეგ, უფრო სასიამოვნოდ მახსენდება".

რა არის ამ სიტუაციაში უცნაური? კატალონიელთა ყოფილმა შემტევმა იგულისხმა შეხვედრა, რომელშიც მისმა გუნდმა "ბლანკოსი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაანადგურა ანაგრიშით 3:0, მაგრამ შეცდომით მან ატვირთა ფოტო სხვა მატჩიდან, მეტიც, სულ სხვა სეზონიდან.

საუბარია სეზონის შესახებ, რომელშიც ლა ლიგის ჩემპიონი გახდა "რეალი" და არა "ბლაუგრანა". სწორედ თავისი გუნდის ტრიუმფი იგულისხმა მადრიდელთა ექს-ოთხიანმა უფრო სასიამოვნოდ დასამახსოვრებელ საღამოში.

რობერტო კარლოსი: "შესაძლოა, ძიუბა ერთხელაც რეალში დაპატიჟონ"

"მესიც მინახავს, რონალდინიოც, მაგრამ ის მსუქანი ბიჭი ყველას სჯობდა", - რეალის ლეგენდა