ავტორიზაცია

"კი, მაგრამ თქვენ ხომ იუვენტუსში თამაშობთ?", - ინტერვიუს დროს, მატეის დე ლიგტს თავისი მოქმედი გუნდი შეეშალა

"კი, მაგრამ თქვენ ხომ იუვენტუსში თამაშობთ?", - ინტერვიუს დროს, მატეის დე ლიგტს თავისი მოქმედი გუნდი შეეშალა
თარიღი 19 ივნ 2021, 14:50

„იუვენტუსის“ და ჰოლანდიის ნაკრების მცველმა, მატეის დე ლიგტმა, ავსტრიასთან (2:0) მატჩს შემდეგ, ჟურნალისტთან საუბარში შეცდომა დაუშვა.

„ავსტრიელებთან მატჩში, საკმაოდ ხშირად გვიწევდა გრძელი გადაცემების გაკეთება. ჩემთვის, როგორც „აიაქსის“ ფეხბურთელისთვის, ამის გაკეთება უცნაური იყო.“ - ციტირებს დე ლიგტის სიტყვებს Sport.es.

„კი, მაგრამ თქვენ ხომ „იუვენტუსში“ თამაშობთ?“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.

„დიახ, რა თქმა უნდა. „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი უნდა მეთქვა.“ - გამოასწორა თავის შეცდომა დე ლიგტმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მცველი ტურინის „იუვენტუსში“ 2019 წელს, სწორედ „აიაქსიდან“, 85.5 მილიონ ევროდ გადავიდა.

დასრულებულ სეზონში, მცველმა სერია ა-ს 27 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.