ავტორიზაცია

"ის, რასაც თქვენ ხედავთ - მხოლოდ მისი ნიჭია", - მოურინიომ აზარის მთავარი პრობლემა დაასახელა

"ის, რასაც თქვენ ხედავთ - მხოლოდ მისი ნიჭია", - მოურინიომ აზარის მთავარი პრობლემა დაასახელა
თარიღი 19 ივნ 2021, 15:29

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ედენ აზარი დაახასიათა, რომელთან ერთადაც ლონდონის „ჩელსიში“ აქვს ნამუშევარი.

„სიმართლე აზარის შესახებ? სიმართლე არის ის, რასაც თქვენც ხედავთ. ის არის გასაოცარი ფეხბურთელი, რომელიც საშინლად ვარჯიშობს. წარმოდგენაც კი რთულია, რა გამოვიდოდა მისგან, სუპერპროფესიონალურად რომ ვარჯიშობდეს.

ის ძალიან ხალისიანი, მეოჯახე ადამიანია, რომელიც თითქოს უბრალოდ არ ეკუთვნის ფეხბურთელების ამ თაობას. ის ძალიან ჩუმია და მთლიანად უძღვნის თავის თავს ოჯახს, ბავშვებს, მშობლებს და ძალიან მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს.

მაგრამ, ყოველ დილით, ის მოდის ვარჯიშზე და თავდაუზოგავად არ მუშაობს. როცა ის მოედანზე გადის, თქვენ ვერ ხედავთ იამს, როგორ მუშაობდა ის მთელი კვირის მანძილზე ვარჯიშებზე, იქ ის უბრალოდ თავის ნიჭს ავლენს. გასაოცარი ფეხბურთელი, რომელიც ტოპ-პროფესიონალიც რომ იყოს...

როცა ის „რეალში“ გადავიდა, ვიფიქრე: „ვაუ, ეს ბიჭი მსოფლიოს ყველაზე დიდ გუნდში იქნება, უდიდეს ზეწოლას იგრძნობს იმისგან, რომ მუდმივად მწვერვალზეა ყოფნა საჭირო და ალბათ, ოქროს ბურთსაც მოიგებს, იმიტომ რომ უდიდესი ნიჭი აქვს.

მაგრამ, ფიზიკური კონდიციების და სისწრაფის თვალსაზრისით, მას შეეძლო გაცილებით უკეთესი მოთამაშე ყოფილიყო, სათანადოდ რომ ევარჯიშა. ის, რასაც თქვენ ხედავთ - უბრალოდ მისი ნიჭია, რომელმაც მიიყვანა ედენი იქამდე, სადაც ახლა იმყოფება.

„რეალში“ მას ტრავმები აწუხებს. „ჩელსიში“ ჩემს დროს მსგავსი არაფერი ყოფილა. შეიძლება ერთი ჰქონოდა, ისიც უმნიშვნელო. მადრიდში კი ტრავმების ნეგატიური დინამიკა აღმოაჩნდა და ალბათ, მასზე ამანაც იმოქმედა.

ახლა ედენი ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა და დიდ სცენაზეც აღმოჩნდა. ჩანს, რომ მას რობერტო მარტინესთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, ის მატჩებს სკამიდან იწყებს. მაგრამ, ვხედავ, რომ ის ნახტომისთვის მზად არის და მჯერა, რომ ბელგია ევროპის ჩემპიონატს აზარით სასტარტოში დაასრულებს და ალბათ, ის საუკეთესო თამაშის ჩვენებასაც შეძლებს.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.