ავტორიზაცია

დუმფრისის თამაში შეუმჩნეველი არ რჩება - ნიდერლანდელი მცველით პირველი გრანდი უკვე დაინტერესდა

დუმფრისის თამაში შეუმჩნეველი არ რჩება - ნიდერლანდელი მცველით პირველი გრანდი უკვე დაინტერესდა
თარიღი 19 ივნ 2021, 15:37

ევრო 2020-ზე თავისი თამაშით, ჰოლანდიის ნაკრების მარჯვენა მცველმა, დენზელ დუმფრისმა, პირველი ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიაქცია.

Sky-ს ინფორმაციით, დუმფრისის გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა. 25 წლის ფეხბურთელს „პსვ-სთან“ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია - 15 მილიონი ევრო, რაც გერმანული გუნდისთვის სრულიად მისაღები ვარიანტია, რადგან „რეკორდმაისტერს“ ამ ზაფხულს დიდი ფულის დახარჯვა გეგმაში არ აქვს.

გარდა ამისა, დუმფრისი იდეალურად ერგება სამმცველიან სისტემას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მიუნხენის „ბაიერნის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანისთვის, რომელიც „ლაიპციგში“ 3-მცველიან სისტემას ხშირად მიმართავდა.

ნიდერლანდების ნაკრების რიგებში დუმფრისმა ევრო 2020-ის პირველ ორ მატჩში საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა და ორივე შეხვედრაში მოახერხა თავის გოლით გამოჩენა.