ავტორიზაცია

ინტერი ერიქსენის შემცვლელის ძიებას შეუდგა და თვალი იუნაიტედის ნახევარმცველს დაადგა

ინტერი ერიქსენის შემცვლელის ძიებას შეუდგა და თვალი იუნაიტედის ნახევარმცველს დაადგა
თარიღი 19 ივნ 2021, 17:26

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეკმა, კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

„ინტერი“ აქტირუად ეძებს დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შემცვლელს, რომელმაც ევრო 2020-ზე გულის გაჩერება გადაიტანა. მის მომავალთან დაკავშირებული კითხვები, იტალიურ გუნდს აიძულებს შემცვლელის ძიება დაიწყოს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, „ინტერის“ სამიზნეებს შორის მოხვდა „მან.იუნაიტედის“ ნიდერლანდელი ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკიც, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს.

„ემიუ“ დონის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს მიღებას ისურვებდა, რაც „ნერაძურის“ არ აწყობს და კლუბი მზადაა, 24 წლის ფეხბურთელი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გადაიბიროს.

„იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ ვან დე ბეკმა ფეხი ვერ მოიკიდა გასულ სეზონში 19 მატჩსი მიიღო მონაწილეობა, რომელთანაგან სასტარტოში მხოლოდ 4-ჯერ იყო.