ავტორიზაცია

"სულ იმედია, იმედია, იმედია...თანამედროვე ფეხბურთი მეზიზღება", - ტიაგო ალკანტარა

"სულ იმედია, იმედია, იმედია...თანამედროვე ფეხბურთი მეზიზღება", - ტიაგო ალკანტარა
თარიღი 19 ივნ 2021, 17:30

„ლივერპულის“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, ისაუბრა, თუ როგორი გავლენა მოახდინა ფეხბურთზე ვიდეოგამეორებებმა და დამატებითმა ცვლილებებმა.

როგორ იმოქმედა ფეხბურთზე კორონავირუსმა?

მწვრთნელები უფრო მეტს საუბრობენ ფეხბურთელებს, მოთამაშეები კი ერთმანეთში უფრო კონტაქტობენ. იკარგება კონკურენტობა, მაგრამ ვითარდება სხვა სათამაშო ასპექტები. 

დამატებითი ცვლილებები იწვევს იამს, რომ გუნდები, რომლებიც თავის დაცვაზე არიან ორიენტირებულნი, ამას 90 წუთის მანძილზე აკეთებენ, ხოლო ისინი, ვინც პრესინგს მიმართავს, ამას მთელი თამაში ახერხებს.

მე ასეთი მენტალიტეტი მაქვს - თანამედროვე ფეხბურთი მეზიზღება, მე უფრო კლასიკური მიდგომა მაქვს. 

აგრეთვე, არსებობს ვიდეორეფერი, რომლის წინააღმდეგაც არაერთხელ გამოვსულვარ. ის ფეხბურთს ავანტიურიზმს და აზრს უკარგავს. ჩვენ ვცდებით, როცა ვთამაშობთ და შესაბამისად, მსაჯებმაც უნდა დაუშვან ეცდომები. უამრავი ლეგენდარული მომენტი ვერ იარსებებდა ვიდეორეფერის გარეშე.

როცა მოედნის ცენტრიდან ულამაზეს გოლს იტან, ყველა ელოდება და ფიქრობს: „იმედია, შეტევის დასაწყისში ჯარიმა არ იყო, იმედია თამაშგარე არ დაფიქსირდება, იმედია, იმედია...“ - აღნიშნა ესპანელმა.