ავტორიზაცია

ევრო 2020-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია - საფრანგეთმა უნგრეთს ვერ მოუგო [VIDEO]

თარიღი 19 ივნ 2021, 18:56

ევრო 2020-ს ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა - საფრანგეთმა უნგრეთს ვერ მოუგო - 1:1.

პირველ ტაიმში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დიდ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც გაანიავა, რის გამოც დაისაჯა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ფიოლამ მასპინძლები დააწინაურა და პირველი ტაიმი სენსაციური შედეგით დაასრულა.

მეორე ნახევარში ფრანგებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი 66-ე წუთზე გამოიტანა, როცა ანტუან გრიზმანმა ევრო 2020-ზე პირველი გოლი შეაგდო და ანგარიშიც გაათანაბრა.

დარჩენილ დროში, უამრავი მცდელობის მიუხედავად, ფრანგებმა გულაჩის კარის აღება ვერ მოახერხეს და ქულები სენსაციურად დაკარგეს.

ამრიგად, საფრანგეთმა 4 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით, ცხრილს ლიდერობს, თუმცა არის შანსი, რომ დღეს პორტუგალიამ გადაასწროს. უნგრეთი კი 1 ქულით მესამე პოზიციაზეა.