VIDEO: უიშვიათესი შემთხვევა — პორტუგალიამ ოთხ წუთში ორი ავტოგოლი გაიტანა

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა მიმდინარეობს.
პირველი ტაიმის შემდეგ, "ბუნდესთიმი" იმარჯვებს — ანგარიში 2:1-ია.
მე-15 წუთზე, პორტუგალიელები კრიშტიანუ რონალდუმ დააწინაურა, თუმცა 4-წუთიან მონაკვეთში, 35-ე და 39-ე წუთებზე, ორი გოლი მიიღეს და ორივე ავტოგოლი — საკუთარ კარში ბურთი ჯერ რუბენ დიაშმა ჩაჭრა, შემდეგ კი რაფაელ გერეირომ.
დიაშის ავტოგოლი
გერეიროს ავტოგოლი