ავტორიზაცია

ვალვერდემ შესაძლოა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი ჩაიბაროს — ფაბრიციო რომანო

ვალვერდემ შესაძლოა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი ჩაიბაროს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 20 ივნ 2021, 00:14

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე "ტოტენჰემის" თავკაცის პოსტზე დანიშვნის ახალი პრეტენდენტია.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ვალვერდესთან მოლაპარაკებები დაწყებით სტადიაზეა. 57 წლის სპეციალისტს "ბარსას" დატოვების შემდეგ არსად უმუშავია, საიდანაც 2020 წლის იანვარში წავიდა.

"დეზების" პრეზიდენტი, დანიელ ლევი ახალი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს, მაგრამ გამუდმებით უარს უთვლიან.

ბოლო 48 საათის განმავლობაში მოლაპარაკებებიდან გავიდა "მილანისა" და "ფიორენტინას" ექს-მწვრთნელი, ჯენარო გატუზო. კიდევ უფრო ადრე ვერ მოხერხდა შეთანხმება "რომას" ყოფილ თავკაც პაულო ფონსეკასთან და "ინტერის" ექს-დამრიგებელ ანტონიო კონტესთან.