ავტორიზაცია

ესპანეთმა პოლონეთსაც ვერ მოუგო — ფურია როხას ქულები ლევანდოვსკიმ დააკარგვინა [VIDEO]

ესპანეთმა პოლონეთსაც ვერ მოუგო — ფურია როხას ქულები ლევანდოვსკიმ დააკარგვინა [VIDEO]
თარიღი 20 ივნ 2021, 00:57

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, ერთმანეთს ესპანეთისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სევილიაში, სტადიონ "ესტადიო დე ლა კარტუხაზე" გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და პირველი გოლი 25-ე წუთზე გავიდა - ალვარო მორატამ მეტოქის კარი აიღო და ესპანელები დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევრის სტარტზევე, 54-ე წუთზე, პოლონელებმა წონასწორობა აღადგინეს - თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა.

ანგარიშის გათანაბრებიდან ზუსტად 4 წუთში "ფურია როხას" წინ გასვლის 100%-იანი შანსი მიეცა, თუმცა ხერარდ მორენომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

საბოლოო ჯამში, შეხვედრა ფრედ დასრულდა და ბოლო ტურის წინ, E ჯგუფის ლიდერი 4 ქულით შვედეთია, მეორე ადგილზე სლოვაკეთია 3 ქულით, მესამეზე - ესპანეთი (2 ქულა), ხოლო ბოლო პოზიციას პოლონეთი (1 ქულა) იკავებს.

ვიდეომიმოხილვა