ავტორიზაცია

ვინ დასახელდა ესპანეთი - პოლონეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დასახელდა ესპანეთი - პოლონეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 20 ივნ 2021, 02:18

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, ესპანეთისა და პოლონეთის ნაკრებების მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი მცველი, ხორდი ალბა დასახელდა.

32 წლის უკანახაზელმა პოლონელებთან მატჩში ერთი ართმევა განახორციელა, ერთი საჰაერო დუელი მოიგო და 95 გადაცემა გააკეთა, საიდანაც ზუსტი 83 აღმოჩნდა (87%).

ბოლო ტურის წინ, E ჯგუფის ლიდერი 4 ქულით შვედეთია, მეორე ადგილზე სლოვაკეთია 3 ქულით, მესამეზე - ესპანეთი (2 ქულა), ხოლო ბოლო პოზიციას პოლონეთი (1 ქულა) იკავებს.

ცნობისთვის, 2020/21 წლების სეზონში ალბამ საკლუბო დონეზე "ბარსელონას" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.