ავტორიზაცია

მოდრიჩი: "შეცდომის დასაშვებად არც დრო გვაქვს და აღარც უფლება"

მოდრიჩი: "შეცდომის დასაშვებად არც დრო გვაქვს და აღარც უფლება"
თარიღი 20 Jun 2021, 10:58

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ევრო 2020-ზე ისაუბრა.

„2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის დაწყების შემდეგ, ჩვენი თამაში იდეალურისგან შორსაა. ჩვენთვის ჩვეული ფეხბურთის ჩვენებასთან ახლოსაც არ ვართ.

ევრო 2020-ს შესარჩევში სლოვაკეთს, უნგრეთს და უელსს კარგად ვეთამაშეთ, მაგრამ ახლა ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც გვინდა, რომ ვიყოთ.

ძალიან უნდა მოვუმატოთ იმისთვის, რომ პლეი-ოფში შევძლოთ გასვლა. უკლებლივ ყველამ უნდა ვცადოთ გაუმჯობესება, პირველი ფეხბურთელიდან - უკანასკნელამდე.

შეცდომის დაშვებისთვის არც დრო გვაქვს და აღარც უფლება. ვიცით, რომ გამარჯვება გვჭირდება.“ - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს Marca.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ხორვატიის ნაკრების მეტოქე შოტლანდია იქნება, მატჩი 22 ივნისს შედგება. ამჟამად, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი D ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ხორვატებმა ტურნირი ინგლისთან მარცხით (0:1) და ჩეხეთთან ფრით (1:1) დაიწყეს.